27 დეკემბერს, შინდისის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის ,,სიკეთე გადამდებია“ დასკვნითი ღონისძიება. პროექტი განახორციელა ხელოვნების კლუბ ,,არტსტუდიომ''. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები და სიმბოლურ ფასად შეეძინათ ნახატები. გამოფენა-გაყიდვა იყო საქველმოქმედო ხასიათის. შემოსული თანხით მოსწავლეები გეგმავენ საშობაოდ რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახსისთვის შეიძინონ საახალწლო ნობათი და გაახარონ თანატოლები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის გუნდმა.
No comments:
Post a Comment