პროექტები

სოციალური პროექტი: ,,სიკეთე გადამდებია"

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

პროექტი მიზნად ისახავს ნახატების გამოფენა-გაყიდვის გამართვას და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დახმარების გაწევას.













პროექტი: კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და კვლევა

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ მათ მიერ მოძიებული ერთი კონკრეტული ძეგლი და შეიმუშაონ მისი პოპულარიზაციის გზები. მასალა აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე.

ლურჯი სუფრა

შინდისის საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ვორკშოფი, რომელიც მიზნად ისახავდა ლურჯი სუფრის ისტორიის, შექმნისა და გამოყენების ტრადიციის გაცნობას.
მოსწავლეებმა ლურჯი სუფრის ორნამენტები გადაიტანეს ქაღალდზე და ტილოზე. საფუძველი ჩაეყარა პროექტის განხორციელების იდეას, რომლის მიზანიც ქვილთის ტექნიკის პოპულარიზაცია იქნება.( „ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრებით, ინტერიერის დეკორისთვის დიდი კომპოზიციური ტილოების შექმნას ნიშნავს).







პროექტის ,,მე და ჩემი მეორე მე" შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის ,,მე და ჩემი მეორე მე" ბედნიერი დასასრული ❤️ პროექტი დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და ხორციელდება საზოგადოება ბილიკის მხარდაჭერით.

























































პროექტის ფარგლებში მუშაობის პროცესი











 

ვიზიტი მხატვრის სახელოსნოში

      2022 წლის 20 ოქტომბერს  შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის ,,მე და ჩემი მეორე მე“ ფარგლებში სტუმრობდნენ ,,თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოს“. პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის ჩატარდა მასტერკლასი.  პედაგოგები:

ზვიად თხილავა

ნინიკო მირიანაშვილი

მოსწავლეები გაეცნენ ფერწერის ტექნიკას, გუაშის და ზეთის საღებავებით მუშაობის თავისებურებებს და პედაგოგების დახმარებით შექმნეს ფერწერული ნამუშევრები.

 

















პროექტის საორგანიზაციო საკითხები

2022 წლის 11 ოქტომბერს, შინდისის საჯარო სკოლაში შედგა პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს და პედაგოგებს (ჟანა ეგაძე, ნინო გარსევანიშვილი, მაკა სეხნიაშვილი, ეკა მახვილაძე) შორის.

·        მოხდა პროექტის ჩვენება, მოსწავლეები გაეცნენ პროექტის თითოეულ დეტალს;

·  შეირჩა ნახატები, რომელზეც იმუშავებენ მოსწავლეები და შეეცდებიან შექმნან ნახატის ასლები ან დახატონ  საკუთარი ინტერპრეტაციით ;

·        შეირჩა რამდენიმე სურათი, რომლის გაცოცხლებასაც შეეცდებიან;

·        შეირჩა მოსწავლე, რომელიც ბლოგს გააკეთებს და მართავს;

·        დაიგეგმა მხატვრებთან შეხვედრა.





 

პროექტი - ,,მე და ჩემი მეორე მე"

პროექტის -,,იდეა აქციე საქმედ"ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 25 იდეიდან 10 საუკეთესო შეირჩა. შერჩეულ იდეებს შორის მოხვდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის იდეაც. ახალგაზრდების წახალისების მიზნით 2022 წლის 23-დან 26 ივნისამდე დაბა ურეკში (სასტუმრო კოლხიდა) გაიმართა ,,იდეათონი", სადაც ჟიურის წინაშე დაფინანსების მოპოვების მიზნით ახალგაზრდებმა პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს. შინდისის საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლემ მარიამ ფილიპოვმა წარადგინა პროექტი ,,მე და ჩემი მეორე მე", რომელიც სამ გამარჯვებულ პროექტს შორის მოხვდა. ვულოცავ მარიამს ამ წარმატებას და ვამაყობ, რომ ჩემი მოსწავლეა









პროექტი -,,იდეა აქციე საქმედ“

შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ პროექტში -,,იდეა აქციე საქმედ“.
პროექტს ახორციელებს Society Biliki გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას და მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.





სასკოლო პროექტი - ,,გადავარჩინოთ დედამიწა"










No comments:

Post a Comment