კონფერენცია

 პროექტი ,,ციფრული სკოლა საქართველო“-ს შემაჯამებელი კონფერენცია

2022 წლის 11-12 ივნისს გაიმართა პროექტი ,,ციფრული სკოლა საქართველო“-ს შემაჯამებელი კონფერენცია ბათუმში შინდისის საჯარო სკოლა 2020 წელს ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.





პროექტის - „ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“ შემაჯამებელი კონფერენცია

2022 წლის 31 მარტი - სამხატვრო აკადემია
UNESCO-ს და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროექტის - „ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“ შემაჯამებელი კონფერენცია-გამოფენა.
❗️აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული, 2020-2021 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. გრძელვადიანი პროექტი 2021 წლის 15 აპრილს გაიხსნა. მან მოიცვა: კონფერენცია, ასევე ვორშოფების და ვებინარების სერია საქართველოს ხუთ რეგიონში.








No comments:

Post a Comment